შვედეთში კანაფის მომხმარებელთა რაოდენობამ რეკორდი მოხსნა

კანაფის მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება – ამის შესახებ ნათქვამია პარასკევს გამოქვეყნებულ სპეციალურ მოხსენებაში.
“ყოველმა მეოცე მემაკაცმა (4,5%) და ყოველმა მეორმოცე ქალმა (2,5%) 2017 წელს განაცხადეს, რომ უკანასკნელი 12 თვის მანძილზე ეწეოდნენ კანაფს” – “thelocal”-ი წერს. 2013 წელს იგივე მონაცემები იყო 1,5% და 3,5% – შვედეთში ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების შესახებ საინფორმაციო საკონსულოს (CAN) წარმომადგენელმა მატს რამსტედმა (Mats Ramstedt) განაცხადა.
შვედეთი ნარკოტიკებისადმი ზერო-ტოლერანტობის პოლიტიკას ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს განსხვავება “მსუბუქ” და “ძლიერ” ნარკოტიკებს შორის. ქვეყანაში, ევროპის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, კანაფის მომხმარებელთა რაოდენობა ყველაზე დაბალი იყო, რაც საუკუნის დასაწყისიდან შეიცვალა.
2017 წლიდან შვედეთში სამედიცინო მარიხუანა ოფიციალურად დაშვებულია.

banner
წინა სტატიაშიირანი თბილისის აეროპორტში ქალებისათვის ჰიჯაბის მოხსნის იძულებას საპროტესტო ნოტით შეხვდა
შემდეგი სტატიატაილანდელ სკოლის მოსწავლეებს აუკრძალეს სექსი, კოცნა და ჩახუტება