ირანი თბილისის აეროპორტში ქალებისათვის ჰიჯაბის მოხსნის იძულებას საპროტესტო ნოტით შეხვდა

საქართველოში ირანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროსტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოში ირანის მოქალაქეებისადმი “არასათანადო მოპყრობის” გამო. საქმე თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმებისას ქალებისათვის ჰიჯაბის მოხდის იძულებას შეეხება.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ბაჰრამ ქასემმა განაცხადა, რომ შემთხვევები თბილისი-ისპაჰანის რეისზე მოხდა. ქასემის თქმით, საქართველოში ირანის ელჩმა დაიბარა თვითმხილველები, იმისათვის რომ მომხდარის დეტალები გაერკვია, რომლის შემდეგადაც საქართველოს საგარეო უწყებას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების დაცვის სამსახურს ,,კატეგორიული საპროტესტო ნოტა გაუგზავნა”.

გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა თეირანში საქართველოს საელჩოსაც გაუგზავნა საპროტესტო ნოტა და მათ მომხდარზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა.
ირანი საქართველოს მოუწოდებს ,,აღკვეთოს მსგავსი ინციდენტები აეროპორტებში და დაიცვას და პატივი სცეს ირანელი ქალების ღირსებას” – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ გვერდზე ავრცელებს

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – ლარის კურსის ვარდნის გამო შესაძლოა, პური გაძვირდეს
შემდეგი სტატიაშვედეთში კანაფის მომხმარებელთა რაოდენობამ რეკორდი მოხსნა