ტაილანდელ სკოლის მოსწავლეებს აუკრძალეს სექსი, კოცნა და ჩახუტება

ტაილანდელი სკოლის მოსწავლეებისთვის “ქცევის ახალი წესები” შეადგინეს, რომელიც მათ შეკრების და საზოგადოდ ინტიმური გრძნობების გამოხატვას უკრძალავს – The Nation-ი წერს. სკოლის მოსწავლეებს და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ეკრძალებათ “საზოგადოებრივ ადგილებსა და შინაურ გარემოში მიჯაჭვულობის უადგილო გამოხატვა და უღირსი საქციელი”, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულად იკრძალება კოცნა როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე ცალკეც – გამოცემა აღნიშნავს.
მოსწავლეთა საქმეების სახელმწიფო ბიუროს დირექტორმა და წითელი ჯვრის ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელმა ვარატ პრიაკსაკინნანმა ახალგაზდრებს მოუწოდა, განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ წმინდა ვალენტინის დღესასწაულზე.
მეორე აკრძალვა შეეხო თავშეყრებს – შეკრებები არ შეიძლება იმიტომ, რომ შეისაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვეს.

ახალი წესები ტაილანდის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.
ტრადიციული მორალი ტაილანდში მკაცრად კრძალავს საზოგადოებაში სინაზისა და დამოკიდებულების აფიშირებას. ცოლ-ქმარიც კი სხვების თვალწინ ერთმანეთს არ ეხებიან.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში კანაფის მომხმარებელთა რაოდენობამ რეკორდი მოხსნა
შემდეგი სტატიაGoogle-მა დააზუსტა თუ როგორ უთვალთვალებს მომხმარებლის გადაადგილებას