შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება უნდა იყოს სიგნალი რუსეთისთვის, რომ ნატოს კარი ღიაა სხვა ქვეყნებისთვის

შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება უნდა იყოს სიგნალი რუსეთისთვის, რომ ნატოს კარი ღიაა სხვა ქვეყნებისთვის,-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა
„ეს არის ძალიან აშკარა სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ნატოს კარი ღიაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების სამიტი მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ ქვეყნებმა გარე ზეწოლის გარეშე თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ალიანსში გაწევრიანება.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადების ირგვლივ შექმნილი ვითარება, ალბათ, ყველაზე სწრაფი პროცესი გახდა ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადების განხილვისთვის.
კითხვაზე ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პროცედურის დასრულების შესაძლო ვადებზე, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ის „ვერ განჭვრეტავს“ როდის დასრულდება, რადგან გადაწყვეტილება ახლა ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უნდა მიიღონ. .
„ვიცი, რომ ზოგიერთმა პარლამენტმა უკვე დაიწყო პროცესი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მოკავშირეებს შორის არის დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე მოხდეს რატიფიცირება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიფინეთი და შვედეთი ვალდებული იქნებიან, ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიალატვიას სურს ნატოს ჯარების მეტი ყოფნა ქვეყანაში, რაც გულისხმობს უფრო ზოგად წვრთნებს, ასევე ტერიტორიაზე იარაღისა და საბრძოლო მასალის განთავსებას