შვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

შვედეთის პრემიერ-მინისტრის სტეფან ლევენის განცხადებით, ის თანამდებობას ტოვებს. პარლამენტმა სტეფან ლევენს უნდობლობა 21 ივნისს გამოუცხადა და მას ერთი კვირა ჰქონდა იმისთვის, რომ გადამდგარიყო, ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.

სოციალ-დემოკრატი ლევენი, რომელიც ხელისუფლებაში 2014 წლიდანაა, შვედეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადეს. მის წინააღმდეგ შუამდგომლობა მემარცხენე პარტიამ წარადგინა.

უკმაყოფილების მიზეზი ქვეყანაში ბინის ქირის კონტროლთან დაკავშირებით დაგეგმილი რეფორმები გახდა.

banner
წინა სტატიაშილომჯარია პანსიონზე – ვფიქრობ, ბავშვებზე მაინც მიმდინარეობს გარკვეული ზეწოლა
შემდეგი სტატია“ჩვენ დავიბრუნებთ ამერიკას” – ტრამპმა გადადგომის შემდეგ პირველი მიტინგი გამართა