ლომჯარია პანსიონზე – ვფიქრობ, ბავშვებზე მაინც მიმდინარეობს გარკვეული ზეწოლა

სახალო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებზე “მაინც მიმდინარეობს გარკევული ზეწოლა” და ისინი ამ სივრცეში საკუთარ ნებას თავისუფლად ვერ გამოხატავენ. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან პანსიონში შესვლამდე ისაუბრა.

“მართალია დატოვეს აღმზრდელების ნაწილმა დაწესებულება, რომლებზეც პირდაპირი ძალადობის სავარაუდო ფაქტებს მიუთითებდნენ ბავშვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში და იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ბავშვები იყვნენ გადაყვანილნი ალტერნატიულ ზრუნვაში, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მაინც მიმდინარეობს მათ მიმართ გარკევული ტიპის ზეწოლა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიხახულის არხში მიკროავტობუსი გადავარდა
შემდეგი სტატიაშვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა