“ჩვენ დავიბრუნებთ ამერიკას” – ტრამპმა გადადგომის შემდეგ პირველი მიტინგი გამართა

აშშ-ს ყოფილამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2021 წელს პოსტის დატოვების შემდეგ პირველად, საკუთარ მომხრეებთან მიტინგი გამართა, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
მიტინგის ლოზუნგი იყო “ვუშველოთ ამერიკას” და ის ოჰაიოს შტატში, ქალაქ ველინგტონში ჩატარდა. მან გაიმეორა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო. “ჩვენ ორჯერ გავიმარჯვეთ, და შესაძლებელია, ამის მესამედ გაკეთებამაც მოგვიწიოს” – აშშ-ს ექს-პრეზიდენტმა თქვა.

მისი მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლო მიღება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გადაწყდება იურიდიული პრობლემა, რომელსაც ტრამპი შეეჯახა. ტრამპის ადვოკატებს მანჰეტენის სამხარეო პროკურატურაში აცნობეს, რომ ტრამპის ოჯახური ბიზნესის ირგვლივ შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ საუბრობენ.

მიტინგზე ტრამპმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის მიგრაციაზე, მან თქვა, რომ ქვეყანაში ათასობით გაურკვეველი ადამიანი შემოდის. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკას “არაადამიანურს” უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიშვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა
შემდეგი სტატიაწილოსანი ოპოზიციას: კრიტიკის ნაცვლად, კარგი იქნება, ქვეყნის მართვაში თუ ჩაერთვებით