შვედეთი და ფინეთი რუსეთის შეტევის მოლოდინშია

შვედეთისა და ფინეთის საზღვაო ძალები მაღალი დონის მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის შესაძლო თავდასხმა ამ ქვეყნების ენერგეტიკულ ქსელებზე.ამის შესახებ ფინურ გამოცემა Iltalehte-სთვის მიცემულ ინტერვიუში შვედეთის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ევა სკუგ ჰასლუმმა განაცხადა.

რუსული ზედაპირული ხომალდები ქარის ელექტროსადგურებთან და წყალქვეშა დენის კაბელებთან დაფიქსირდა.

კითხვაზე, არის თუ არა რისკი, რომ რუსებმა დივერსია და გაანადგურონ, მაგალითად, წყალქვეშა ელექტრო კაბელები, მან უპასუხა:
,,აბსოლუტურად. ეს არის ერთ-ერთი გზა ჩვენ წინააღმდეგ ოპერაციის განხორციელებისთვის”.

იმის გამო, რომ რუსეთის შეტევა ელექტრო ქსელებზე შესაძლებელია, მისი თქმით, შვედეთის საზღვაო ფლოტი მაღალ მზადყოფნაშია, რათა თავიდან აიცილოს დივერსია.

“აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ასახოთ განზრახვები სამიზნეებთან ახლოს ყოფნით და გამოვავლინოთ ჩვენი ნება თავდაცვისთვის,- დასძინა საზღვაო ძალების მეთაურმა.
შეგახსენებთ, დანიის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსული სპეციალური ხომალდი SS-750 იმყოფებოდა Nord Stream გაზსადენთან მილების აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე, გასული წლის 26 სექტემბერს.

banner
წინა სტატიაშიქართველებმა უკრაინელებს რეანომობილები გაუგზავნეს
შემდეგი სტატიარუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ VPN სერვისების გამოყენება ცოდვად აღიარა