შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა მახაჭაძეებისა და დიასამიძეების საცხოვრებელ სახლებთან ჩამოიშალა.

გეოლოგების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა საჭირო, ოჯახების გამოსახლება. ამ დროისთვის ოჯახები კუთვნილ სახლებში რჩებიან.

შემთხვევის ადგილი შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ დაათვალიერა.

„პირადად დავათვალიერე დამეწყრილი ადგილები, გავესაუბრე ადგილობრივებს. სტიქიის კერას გეოლოგები შეისწავლიან, საჭიროების შემთხვევაში ოჯახებს გავიყვანთ ქირით“, – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

banner
წინა სტატიაში“60 „ნაცი“ სტვენას თუ გააგრძელებს, შეიძლება, არჩევნებზე 60 პროცენტზე ცოტა მეტიც ავიღოთ”
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველები,მედიკამენტების ფასები და საყოველთაო ჯანდაცვა -პარლამენტში მინისტრს უსმენენ