“60 „ნაცი“ სტვენას თუ გააგრძელებს, შეიძლება, არჩევნებზე 60 პროცენტზე ცოტა მეტიც ავიღოთ”

region
ავტ.: region თებერვალი 5, 2020 15:35

“60 „ნაცი“ სტვენას თუ გააგრძელებს, შეიძლება, არჩევნებზე 60 პროცენტზე ცოტა მეტიც ავიღოთ”

თუ 60 „ნაცი“ სტვენას გააგრძელებს, 60 პროცენტი კი არა, შეიძლება, ცოტა მეტიც ავიღოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა კითხვაზე, აიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 60 პროცენტს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან არც ერთი არჩევნები არ გაყალბებულა და ასე გაგრძელდება. შედეგები კი, დეპუტატის თქმით, შემოდგომაზე დაითვლება.

„პირველ ნოემბერს დაითვლიან წიწილებს. ჩვენც დავითვლით, ისინიც დაითვლიან და მერე გავაკეთოთ კომენტარი. 2012 წლიდან არც ერთი არჩევნები არ გაგვიყალბებია და ბუნებრივია, ამ გეგმით არც ახლა ვიმუშავებთ. ეს იყო იმ პარტიის ხელწერა, რომელსაც წარმოადგენენ ეს ე.წ. ექსპერტები. აქედან გამომდინარე, გაყალბება თავისკენ მოიკითხონ ამ პარტიებმა და თავიანთმა ექსპერტებმა. 2016 წელს ვამბობდით, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ჩვენ მოგვცემდა ხმას, ხომ დავითვალეთ წიწილები, ასე აღმოჩნდება ახლაც. ასეთი პროტესტია? 60 „ნაცი“ იკრიბება და უსტვენენ, ეს არის მთელი პროტესტი? 60 „ნაცი“ რომ იკრიბება და უსტვენს, ესეც არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცეს ხმა. თუ გააგრძელებს 60 „ნაცი“ სტვენას, 60 პროცენტი კი არა, შეიძლება, ცოტა მეტიც ავიღოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტთან დღეს ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა.

region
ავტ.: region თებერვალი 5, 2020 15:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics