შტატებისთვის საზღვრების ცალმხრივად შეცვლა მიუღებელია და ვაშინგტონი ამას არასდროს აღიარებს

აშშ-ს ელჩი

იან კელისაოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება დღეს შეერთებული შტატების ელჩმაც შეაფასა. იან კელი სოფელ ყარაფილაში ჩავიდა.

 

იან კელის თქმით, ამერიკა არასდროს აღიარებს ამ საზღვრებს და ეს ხელოვნური ბარიერებია, რომელიც მალე დაინგრევა.

“ФСБ-ს და რუსეთის ხელისუფლებას ექნება პასუხი, რატომ შეარჩიეს ეს ადგილი ბანერის გადმოსაწევად. ეს ადგილი, მართლაც, სიმბოლურია, რადგან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული ქვეყნის უმთავრესი და უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მაგისტრალიდან. აღშფოთებული ვარ, რომ 21-ე საუკუნეში უხეშად ირღვევა საქართველოს სუვერენიტეტი მეზობელი ქვეყნის მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს დათანხმდება საქართველოს სუვერენული საზღვრების ახლიდან და თანაც ცალმხრივად გავლებას. გავაგრძელებთ საჯაროდ ლაპარაკს ამ უსამართლობის შესახებ და იმაზე, რომ აბრების გადმოწევა და ბორდერიზაცია, რომელიც ხელოვნურად და არაადამიანურად ყოფს ერთმანეთისგან ხალხს, აგრესიაა,“ – განაცხადა იან კელიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მობილიზება რუსეთის ოკუპაციის დარეგულირების წინაპირობაა. მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის მხრიდან ბანერების დამონტაჟება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს და უსაფრთხო გარემოს აზიანებს.

banner
წინა სტატიაში„არა ოკუპაციას” – აქცია სოფელ ბერშუეთში
შემდეგი სტატია“ვუყურებდი ქართულ დროშას “შნურუკივით” როგორ აკრავდნენ რაღაც ბანერს, ეს არ არის ნორმალური ქცევა” (ვიდეო)