“ვუყურებდი ქართულ დროშას “შნურუკივით” როგორ აკრავდნენ რაღაც ბანერს, ეს არ არის ნორმალური ქცევა” (ვიდეო)

“ასე ყველა თემით სპეკულირება მე ვფიქრობ ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ერთგვარი შეურაცხყოფაც კია “- ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საოკუპაციო ხაზთან დღეს გამართულ ანტისაოკუპაციო აქციას:

“დღეს ვუყურებდი ქართულ დროშას “შნურუკივით” როგორ აკრავდნენ რაღაც ბანერს და არ არის ეს ნორმალური ქცევა. ქალბატონი ელისო კილაძე გამოდიოდა და იძახდა, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულიაო, თითქოს არავინ არ იცის და ქალბატონმა ელისომ რუსთავი 2-დან ბრძანა ეს და ტრამპმა ჩანაწერი გააკეთა ” განაცხადა სესიაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

სესიაშვილის თქმით, ის ვერ ხედავს გულწრფელობას იმ ადამიანების მხრიდან, ვინც დღეს აქციაზე იყვნენ. მისი განცხადებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეების დიდი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის აქტივია.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tvpirveli/videos/797142800445029/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიშტატებისთვის საზღვრების ცალმხრივად შეცვლა მიუღებელია და ვაშინგტონი ამას არასდროს აღიარებს
შემდეგი სტატიააქცია აღმაშენებლის გამზირზე – „ქართველთა მარში“ მიმდინარეობს