შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ 2018 წელს ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 7 თანამშრომელი მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების შიგნითაც აქტიურად ებრძვის
ნარკოდანაშაულს.
მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის
თანამშრომლების მიერ მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
პოლიციის 7 თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3
ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის
ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179
მამაკაცი.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძეს მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოკითხავენ
შემდეგი სტატია10 თვეში ფონიჭალაში დაკავებულია 192 პირი