“შსს-ს ეზო გახდება პროკურატურა, “ოცნება” პრობლემას ფეხს აბიჯებს და ეს აუცილებლად მოხვდება ცხვირში” – უგულავა მეზვრიშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნაზე

საქართველოს მთავარ პროკურორად შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის შესაძლო დანიშვნას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი პრეცენდენტები საქართველოს ისტორიაში ადრეც ყოფილა, როდესაც ხელისუფლებამ პროკურატურა შსს-ს ეზოდ აქცია და ამას ქვეყნისთვის ცუდი შედეგი მოჰყვა.

“შევარდნაძის დაისი როცა ხდებოდა, მაშინ მოხდა ზუსტად ის, როცა კახა თარგამაძეს ჩააბარეს პროკურატურა და მან გამომდინარე იქედან რომ პოლიცია და პროკურატურა ერთმანეთის გვერდითაა, გაჭრა კარები, ღობე რომ პროკურორი უკანა შესასვლელიდან შესულიყო შსს-ს შენობაში. დაახლოებით, ამ ტენდენციას ჰგავს თუ ქალატონი მეზვრიშვილი მთავარ პროკურორად დაინიშნა. ეს იმას ნიშნავს რომ შსს-ს ეზო გახდება პროკურატურა, ეს კი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია , რადგან ძალაუფლების კონცენტრაცია იწვევს ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მაღალ რისკს. ეს გვაქვს გავლილი და “ქართული ოცნება” ამ პრობლემას ფეხს აბიჯებს და ეს აუცილებლად მოხვდება ცხვირში”,- განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვინდა პროცესი ე.წ ქართულმა ოცნებამ ცივილიზებული გზით გაახორციელოს
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა დაიხურა