ამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვინდა პროცესი ე.წ ქართულმა ოცნებამ ცივილიზებული გზით გაახორციელოს

ქორთიარდ მერიოტში, 20 ოპოზიციური პარტიის ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობს, რომლზეც საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის საჭირო 200 ათასი ხელმოწერის პრეზენტაცია მოხდება. ვაშაძის თქმით, ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია, რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში და პოლირიკურ პარტიებში უპრეცედენტო კონსენსუსი არსებობს:
„დღეს მთლიანად ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ შუალედური შედეგები შევაჯამოთ, 300 000-მდე ხელმოწერაა შეგროვებული და შემოწმებული და ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად და კიდევ უფრო მეტს შევაგროვებთ, რაც იქნება კანონის წინაშე საჭირო და კანონით დადგენილ ვადებში შევიტანთ პარლამენტში. სახეზეა უპრეცედენტო კონსესუსი პოლიტიკურ პარტიებში და სამოქალაქო საზოგადოებაში. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს ამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვინდა ე.წ ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გაიაზროს ის რომ საზოგაოებასთან არის დაპირისპირებული და ცივილიზებული და პოლიტიკური, წყნარი, მშვიდი გზით განახორციელოს ეს პროცესი“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალანდიას დაჭერა ხელისიფლებასაც აწყობს და ოპოზიციასაც, მიზანი ქვეყნის გადატრიალებაა – ბორის კაკუბავა
შემდეგი სტატია“შსს-ს ეზო გახდება პროკურატურა, “ოცნება” პრობლემას ფეხს აბიჯებს და ეს აუცილებლად მოხვდება ცხვირში” – უგულავა მეზვრიშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნაზე