მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა დაიხურა

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას აღკვეთის სახის შეფარდების სასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლე ეკა კუკულაშვილმა გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ იმის გამო, რომ აღნიშნულ საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები და მომხდარი ფაქტის დროს საქმეში ბრალდებული იყო არასრულწლოვანი, რასაც დაეთანხმა ბრალდებული მიხეილ კალანდიაც.

ცნობისთვის, თბილისის №51 სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 12:00 საათზე დაწყო.

banner
წინა სტატიაში“შსს-ს ეზო გახდება პროკურატურა, “ოცნება” პრობლემას ფეხს აბიჯებს და ეს აუცილებლად მოხვდება ცხვირში” – უგულავა მეზვრიშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნაზე
შემდეგი სტატიაპირზე ხელი ამაფარა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს დედასაც და მამასაც მოვკლავო – გოგონა მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს