შსს-ს ბრიფინგი„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულების საქმეზე – 100-მდე დაზარალებულია საქმეში, იყო გამოძალვის, ყაჩაღობის, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ქურდული სამყაროს“ წევრების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დეტალურად ისაუბრა.

როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, გამოძიება თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 100-მდე დაზარალებულია საქმეში. მისი თქმით, იყო გამოძალვის, ყაჩაღობის და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.

„გამოძიება თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საკმაოდ მასშტაბურია საქმე 100-მდე დაზარალებულია საქმეში, იყო გამოძალვის ნაწილები, იყო ყაჩაღობის ნაწილი, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების. საქმეში ფიქსირდება არა ერთი კრიმინალური გარჩევა, რაც მტკიცებულების სახით ერთვის საქმეს და ეს გახდა საფუძველი ადამიანების ბრალდების რომლებსაც მკაცრი სასჯელი ელოდებათ“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით ოთხ პირს.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ძალადობაზე საპატრიარქოს პასუხისმგებლობა არ ეკისრება
შემდეგი სტატიასახელმწიფოს პანაშვიდი- საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დაანონსეს