ჯაფარიძე: ძალადობაზე საპატრიარქოს პასუხისმგებლობა არ ეკისრება

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 5-6 ივლისს თბილისის ქუჩებში მასობრივ ძალადობაზე საპატრიარქოს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

როგორც ჯაფარიძემ  აღნიშნა, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების აქციაზე, რომელიც საპატრიარქოს მიერ იყო დაორგანიზებული, კონკრეტული სასულიერო პირების განცხადებები გაჟღერდა და მათ საპატრიარქოს პოზიციასთან კავშირი არ აქვთ.

⁠”ეს კონკრეტული სასულიერო პირის მოწოდებაა, ეს არ შეიძლება იყოს გაიგივებული საპატრიარქოსთან ან ეკლესიასთან. თქმა რომ ეს არის მოწოდება მათი მხრიდან არის ხალხის შეცდომაში შეყვანა… ყველა სასულიერო პირი წარმოადგენს მის პოზიციას, მაღალი სასულიერო იერარქი იქნება თუ არა. როგორც დასაგმობია ძალადობა ადამიანების მიმართ, გამვლელების და ჟურნალისტების მიმართ, რადგან ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ასევე მეორე მხრიდან აგრესია, რომ განაზოგადონ სასულიერო პირების გამონათქვამები და ზოგადად ეკლესიას დასდონ ბრალი, ეს არის მიუღებელი. იმის თქმა, რომ ძალადობრივი ჯგუფები ეკლესიის მიერ იყო მობილიზებული, არის ტყუილი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ კონტრაქციაზე მყოფი ძალადობრივი ჯგუფები კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების წევრები არიან.

“იქ იყვნენ რა თქმა უნდა ეკლესიის წევრები, მრევლი, რომელიც იქ იდგა, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების წევრები და ამ ორგანიზაციების მიერ წახალისებული ჯგუფები. ეკლესიისთვის ზიანის მიყენება ეს არის სახელმწიფოებრიობისთვის ზიანის მიყენება..ვინც იქ იყო ჭეშმარიტი კრისტიანი, უნდა გადაეფაროს ჟურნალისტს და ყველა ადამიანს. განზოგადება და მთლიანად ეკლესიაზე შეტევის მიტანა არის ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას სასამართლო პროცესზე ჩვენება პოლიციელებმა მისცეს
შემდეგი სტატიაშსს-ს ბრიფინგი„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულების საქმეზე – 100-მდე დაზარალებულია საქმეში, იყო გამოძალვის, ყაჩაღობის, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები