სახელმწიფოს პანაშვიდი- საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დაანონსეს

სახელმწიფოს პანაშვიდი – ამ სახელწოდებით, საქართველოს პარლამენტთან ხვალ, 9 ივლისს, 20 საათზე აქცია დაანონსდა

“გთხოვთ, ვისაც სურვილი გაქვთ, მოდით ყვავილებით და დავაწყოთ პარლამენტის წინ აღმართულ ჯვრის ფორმის კონსტრუქციასთან.

ამ აქტით მოვითხოვთ კონსტრუქციის აღებას და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივას “რელიგიური გრძნობების” შესახებ კანონზე.

არავის აქვს უფლება ასე დაუკითხავად დადგას რაიმე სახის სიმბოლიკა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინ. ფაქტია, საპატრიარქო მანიპულირებს კონკორდატით. ეს ასუსტებს და აზიანებს სეკულარიზმს, რაც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტური იდეაა” ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ბრიფინგი„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულების საქმეზე – 100-მდე დაზარალებულია საქმეში, იყო გამოძალვის, ყაჩაღობის, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები
შემდეგი სტატიაწერეთელი: რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველოში გლეჯდნენ ევროკავშირის დროშებს, სწორედ ხელისუფლების მავნებლურმა პოლიტიკამ წაახალისა ეს ყველაფერი