შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ლონდა თოლორაიას კომენტარი საია-ს კვლევაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის პრეზენტაციის შესახებ,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის
დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ აღნიშნული კვლევა 2016 წლის
შედეგებს ასახავს.

მისი თქმით, კვლევაში მოყვანილი მაგალითების დეტალური
განხილვა უკვე მოხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან:

„აღნიშნული კვლევა, როგორც მოგეხსენებათ, ჩატარებულია 2016 წელს და იგი
ასახავს იმ დროისათვის არსებულ მდგომარეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, კვლევის პრეზენტაციამდე, ჰქონდა შეხვედრა და
კოორდინაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კვლევის შედეგების
განხილვის მიზნით.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ
შეტყობინებასა და სისხლის სამართლის საქმეს, რომლებიც შეეხება
სექს-მუშაკების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

ასევე, გენერალური ინსპექცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას, თუ
დადგინდება პოლიციის მუშაკის მხრიდან ისეთი ქმედებების ჩადენის ფაქტი,
რომელთა შესახებ მითითებულია საიას 2016 წლის კვლევაში.

ასეთ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია სექს-მუშაკებმა
დროულად მოაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს მოქალაქისა თუ
პოლიციელის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.”-განაცხადა ლონდა თოლორაიამ

banner
წინა სტატიაშიმეორე თბილისობისთვის კალაძესა და ივანიშვილს დედაქალაქიდან ისევე გავაძევებთ, როგორც დიდმა დავით აღმაშენებელმა გააძევა აქედან არაბი ამირა – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი და თემურ კეკელიძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ