ნათია მეზვრიშვილი და თემურ კეკელიძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ

ნათია მეზვრიშვილი და თემურ კეკელიძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული
პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის
შეხვედრას დაესწრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი და
სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ.

აშშ-ის მხრიდან კი შეხვედრას პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო
მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და – თავდაცვის მდივნის
ოფისის ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საქმეთა დირექტორი ტიფანი
პეტროსი დაესწრნენ.

მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და
ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების
პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმებს და ამ პროცესში
ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრის
მონაწილეებმა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის
მიერ მიღწეულ პროგრესი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, ასევე,
ბრიუსელის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელეს,
რომელიც ნატო-საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში
პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ლონდა თოლორაიას კომენტარი საია-ს კვლევაზე
შემდეგი სტატიაკონგოში ნავთობმზიდის ავტოკატასტროფის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა