შსს – პარლამენტთან ღონისძიებაში საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ და პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისს პარლამენტთან ჩატარებულ ღონისძიებაში ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად, საგუშაგოებზე მყოფი პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან.

„მიმდინარე წლის 20 ივნისს პარლამენტთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოების მორიგე და სათადარიგო დანაყოფები.

ღონისძიებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად საგუშაგოებზე მყოფი პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაში“ნიკა მელიას წინააღმდეგ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული”- პროკურორი
შემდეგი სტატიაივანიშვილს უნდა, ხელისუფლება ბოკერიას გადააბაროს