შსს მინდელის მაღაროში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სამაშველო ღონისძიებაში, ასევე, ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამთო მაშველები.

„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მინდელის სახელობის მაღაროში, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, 4 მეშახტე შახტში ჩავარდა.

სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტყიბულის სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე.

სამაშველო ღონისძიებაში, ასევე, ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამთო მაშველები.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორების ჯგუფი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტაიპ ერდორანის შვილი ასპარეზზე გამოდის და დასავლეთს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაირანმა ,,მესი,, არეულობის გამოწვევის გამო დააპატიმრა