ტაიპ ერდორანის შვილი ასპარეზზე გამოდის და დასავლეთს აკრიტიკებს

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის უმცროსი ვაჟი ბილალ ერდოღანი, რომელიც ოფიციალური სტატუსით – ეთნიკური სპორტის სახეობათა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტია, მედიასთან სულუფრო და უფრო ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს, რის გამოც ანალიტიკოსები მის გამოჩენას საკუთარი მამის გვერდით, დიდ პოლიტიკაში – არ გამორიცხავენ.

9 მაიის, ხმელთაშუა ზღვის რეგიონის უძველესი სპორტის სახეობათა ფედერაციის ყრილობაზე, ბილალ ერდოღანმა მედიასთან ,,მსოფლიოს ჰეგემონისტური და კაპიტალისტური ძალები,, გააკრიტიკა…
,,ვხედავთ, რომ თურქეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ინტერესი ძლიან დიდია. საჭირო არ არის ვეძებოთ იმის საბაბი, თუ რატომ არ იცვლის დასავლეთი ჩვენს მიმართ დამოკიდებულებას… ჩვენი ხალხი თავიდან პოულობს საკუთარ თავს და ეს მსოფლიოს მმართველ ძალებს არ მოსწონთ,, აცხადებს ბილალ ერდოღანი, რომელიც დასავლეთს – სპორტში საკუთარი ჰეგემონიისა და კაპიტალისტური მისწრაფებების გამოც აკრიტიკებს…
,,ჩვენ ვცხოვრობდით და ვაგრძელებთ ცხოვრებას სამყაროში, სადაც დასავლური ცივილიზაციის კაპიტალისტური პარადიგმები დომინირებენ. არ გამორიცხოთ სპორტიც… ნახეთ, დასავლურ სპორტში რატომაა დოპონგი? იმიტომ, რომ ნებისმიერ ფასად უნდა მოიგონ. ჩვენ ეს გვეცნობა… რადგან ამას კაპიტალიზმი ითხოვს. კაპიტალიზმის საფუძვლებში დევს ის მენტალიტეტი და ფილოსოფია, რომ ადამიანის გასაბედნიერებლად, ნებისმიერ ფასად, სიმდიდრის მოხვეჭაა საჭირო. სპორტის დასავლური გაგებაც დომინირებაში გამოიხატება,, განაცხადა ბილალ ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან გამართული აქციის დროს პოლიციამ სამი მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაშსს მინდელის მაღაროში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს