შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და მარიხუანა ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ზურაბ ვ. თბილისში, ლიბანის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ზურაბ ვ-ს პირადი ჩხრეკისას, 25,72 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 23 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ზურაბ ვ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ჩინეთს XIX საუკუნეში წართმეული ტერიტორია დაუბრუნა…
შემდეგი სტატია“სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია დაველოდოთ”