“სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია დაველოდოთ”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების შიმშილობის აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათ პრეტენზიებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

“სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია დაველოდოთ სასამართლოს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას მოითხოვენ, რადგან მათი განმარტებით, სწორედ ეს მინისტრები მონაწილეობდნენ შუალედური არჩევნების გაყალბებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და მარიხუანა ამოიღო
შემდეგი სტატიამოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას არ დაესწრება