რუსეთმა ჩინეთს XIX საუკუნეში წართმეული ტერიტორია დაუბრუნა…

რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც XXI საუკუნეში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მისაკუთრებითაა დაკავებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას XIX საუკუნეში მიტაცებული მიწის ნაწილი დაუბრუნა… ამის შესახებ ჩინური და რუსული წყაროები, China Daily და informing.ru იუწყებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 5 კვადრატულ კილომეტრზე შორეულ აღმოსავლეთში, უდიდეს რუსულ საზღვაო პორტ უსურიისკიდან 60 კილომეტრის მოშორებით, რომელიც რუსებმა XIX საუკუნეში, ,,მეორე ოპიუმის ომის,, დროს, ცინის იმპერიის დამარცხების შემდეგ მიიტაცეს.

აღსანიშნავია, რომ 1858-დან 1915 წლის ჩათვლით, რუსეთის იმპერიამ ჩინეთისაგან 1,5 მილიონი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მიითვისა… ხოლო ახლახან დაბრუნებული ტერიტორია, მიტაცებულის – 0,00001 %-ც კი არაა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა რუსული თვითმფრინავის ჩამომგდები ტერორისტი დაასახელა…
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და მარიხუანა ამოიღო