შსს-მ თბილისში ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2000
წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1998 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.აღნიშნულის შესახებ “თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში
სანიაღვრე ჭების თავსახურებს იპარავდნენ. პოლიციამ ორივე პირი
ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთი ქურდობის ჩადენის დროს დააკავა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნაქურდალი თავსახურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: დღეს განსაკუთრებით მინდა ვიყვირო – ზვიადი !!! ზვიადი !!! ზვიადი !!!
შემდეგი სტატიანესტან ელისაბედ კირთაძე: ეს ჩვენი გასაფრთხილებელი მომავალია !