სანდრო ბრეგაძე: დღეს განსაკუთრებით მინდა ვიყვირო – ზვიადი !!! ზვიადი !!! ზვიადი !!!

ის იყო ძალიან დიდი-უდიდესი !!! მასზე დიდი ქართველი დედამიწაზე არ მეგულება !!! იმდენად დიდი იყო,რომ მისი მტრები თუ დამამხობლები იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ მისი სიმართლე !!! მან სიკვდილის შემდეგ ყველა მტერი დაამარცხა !!! ბედნიერი ვარ რომ პირადად ვიცნობდი !!! ბედნიერი ვარ რომ მის ლაშქარში მიბრძოლია !!! ის ერთადერთია საქართველოს პირველ პირებს შორის,რომელსაც სამშობლო საკუთარ თავზე მეტად უყვარდა !!! მისი გულისთვის უიარაღო დემონსტრანტები ტყვიების წვიმაში გამოდიოდნენ !!! მისი გულისთვის სიცოცხლეს წირავდნენ !!! იცოდნენ რომ ზვიადი დამოუკიდებელი საქართველო იყო !!! იცოდნენ რომ კაპიკი არ მოუპარია არასოდეს !!! იცოდნენ რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო !!! 19 წლის ბავშვს ისე მესაუბრებოდა,როგორც თანატოლს,არადა პრეზიდენტი იყო,ეროვნული გმირი იყო,მაგრამ არასოდეს გაგრძნობინებდა რომ შენ მასთან შედარებით ძალიან პატარა იყავი !!! გილოცავ ჩემო ერთადერთო პრეზიდენტო,გილოცავ და ცრემლი მომდის,შენ ხომ ჩვენ ვერ დაგიცავით,შენ ხომ ვერ გადაგეფარეთ,შენ ხომ უთანასწორო ომში მარტო დარჩი !!! ეგონათ მოგკლეს,არადა უკვდავებაში გადახვედი,ყველა მტერი დაამარცხე და ისტორიაში შეხვედი როგორც ყველაზე დიდი განმათავისუფლებელი !!! დღეს განსაკუთრებით მინდა ვიყვირო – ზვიადი !!! ზვიადი !!! ზვიადი !!!-წერს სანდრო ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძემ და ირაკლი კობახიძემ ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისში ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა