ნესტან ელისაბედ კირთაძე: ეს ჩვენი გასაფრთხილებელი მომავალია !

საქართველოს უახლესი ისტორიის გამორჩეულად დიდი თარიღი და დუღაბი ეროვნულ– სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა.

31 მარტი_ ერთიანი საქართველოს სუვერენული ნების და უფლების გამოხატვის _სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დასტურის უმაღლესი სახალხო ლეგიტიმაცია.

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სრულიად საქართველოს მასშტაბით განახორციელა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.

რეფერენდუმმა სრულიად საქართველოს მოსახლეობას მიმართა კონკრეტული კითხვით:_ ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? !

საქართველოს მოსახლების 98,9 %, მათ შორის, აფხზეთმა და ,, სამხრეთ ოსეთმა’’ მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. …

ეს იყო ერთიანი საქართველოს სუვერენული უფლების გამოხატვის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დასტურის ისტორიული დღე.

რეფერენდუმის შედეგები დაადასტურა და იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ამ დღიდან ( კიდევ მერამდენედ) საქართველოსთვის ახალი უღელტეხილი დაიწყო …

ეს ჩვენი ისტორიაა!

ეს ჩვენი სამშობლოა!

ეს ჩვენი გასაფრთხილებელი მომავალია !

ნესტან ელისაბედ კირთაძე

31 მარტი 2019
დედაქალაქი

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თბილისში ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატია1 აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება