შსს-მ იმერეთში არაერთგზის გამოძალვის ბრალდებით კაცი დააკავა
სხვა სტატიები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. დააკავა.
მას ბრალად არაერთგზის გამოძალვა ედება.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს – 1988 წელს დაბადებულ ი.კ.-ს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4050 ლარი გამოსძალა.
არაერთგზის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.