28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ხელფასის ჩარიცხვა 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება

კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდა ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე.

„პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, ამ ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას.

დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ უწყებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ იმერეთში არაერთგზის გამოძალვის ბრალდებით კაცი დააკავა
შემდეგი სტატიაწულუკიანი – ვულოცავ საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობებს ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში პირველად ქართველი მოსამართლის არჩევას