ჩიხლაძე – იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება

„ამაზე გავლენას მოახდენს პანდემიური სიტუაცია როგორი იქნება ქვეყანაში, მაგრამ სავარაუდოდ, აქტუალური გახდება უკვე გაზაფხულიდან. ეს იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ოპოზიციური ქმედებების, თუმცა ამავე დროს ვამბობდით, გუშინაც დავადასტურეთ, რონ დიდი იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები გაგრძელდება და უახლოეს კვირებში, უახლოეს თვეებში ვიტოვებთ ამის შესაძლებლობას, რომ მოხდეს ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება. რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს, მე ვესწრები ყველა შეხვედრას, არსად არ განიხილება არანაირი რევოლუციური სცენარი არც ქვეტექსტით და არც პირდაპირი ტექსტებით“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: მინდა, ყველამ იცოდეს ჩვენი პოზიცია – სიტყვა “რევოლუცია” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან
შემდეგი სტატიაშსს-მ იმერეთში არაერთგზის გამოძალვის ბრალდებით კაცი დააკავა