შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული რ.ვ. ბათუმში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინის“ შემცველი 25 აბი და რამდენიმე ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში,,ყველაფრისათვის თავისი ნამდვილი სახელი, რომ დაგვერქმია, კეისარსაც კი შერცხვებოდა მისი დიდების”!
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – როგორი შიდა გადანაცვლებაც არ უნდა მოხდეს დღეს ხელისუფლებაში, ამ გუნდს არ გააჩნია რესურსი, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ