დავით ბაქრაძე – როგორი შიდა გადანაცვლებაც არ უნდა მოხდეს დღეს ხელისუფლებაში, ამ გუნდს არ გააჩნია რესურსი, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ

როგორი შიდა გადანაცვლებაც არ უნდა მოხდეს დღეს ხელისუფლებაში, ამ გუნდს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილება, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა იქნება.

„არც თქვენ, არც მე და არც საპარლამენტო უმრავლესობამ არ იცის, რა მოხდება ხვალ. საქართველოში ცვლილებები ხორციელდება არა პოლიტიკური ლოგინიდან გამომდინარე, არამედ ერთი ადამიანის გეგმებისა და სურვილების მიხედვით. როგორი იქნება ეს სურვილები ხვალ, არც თქვენ იცით, არც მე. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ ვიცი – როგორი შიდა გადანაცვლებაც არ უნდა მოხდეს დღეს ხელისუფლებაში, ამ გუნდს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ. გამოსავალი არის ერთი – მთლიანი „ქართული ოცნების“ სახლში გაშვება მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ პირველივე არჩევნებზე.

ამ ფონზე გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, იქნება საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა და ეს ჩაძირავს „ქართულ ოცნებას“. გახარიას დანიშვნა დღეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად ჩაიძირება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები არ წყდება, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა