,,ყველაფრისათვის თავისი ნამდვილი სახელი, რომ დაგვერქმია, კეისარსაც კი შერცხვებოდა მისი დიდების”!

,,ცოტა რაღაც მიკვლევია ამ სფეროში, როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ისე ცენტრალურ არქივში და სტატისტიკის მიხედვით (ის რაც აღნუსხულია) საბჭოთა პერიოდში დაიხურა 1305 ეკლესია, რეპრესირებულჰყვეს 3407 მღვდელი (მათშორის ჩემი წინაპარი სასულიერო პირები, გაჩეჩილაძეები), მოახდინეს დარჩენილი ტაძრებისა და ეკლესია-მონასტრების არქიტექტურული სახეცვლილება და სრული რუსიფიკაცია. ეს იყო ექსპანსიის ყველაზე უფრო ცინიკური ფორმა. ჩემთვის, როგორც ფშაველი კაცისთვის, ყველაზე მტკივნეული, გულსაკლავი და ამავე დროს საამაყო თარიღია 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, როცა ცარიზმის მოხელეთა თავგასულობა და ოჯახების შეურაცხყოფა არ მოითმინეს ღირსეულმა ვაჟკაცებმა და მტარვალი რუსები, რომელნიც ორსულ ქალებსაც კი აუპატიურებდნენ, საშოში ძაბრს თხრიდნენ და შიგნით ღვინოს ასხამდნენ (მომიტევეთ და პირდაპირ ასე წერს ისტორიკოსი სარგიზ კაკაბაძე) თითქმის პირწმინდად გაანადგურეს, რომ არა ჩვეული ღალატი და კოლაბორაცია!

დღეს, როდესაც ცივილიზაციათა გზაგასაყარზე ვიმყოფებით, ჯერ კიდევ ფორმირებისა და ჩამოყალიბების პროცესს გავდივართ და უბადრუკად, მაგრამ მაინც სუვერენულ სახელმწიფოს წარმოვადგენთ, როგორ შეიძლება ახალმა თაობამ მაინც, ვისაც 9 აპრილი გვახსოვს, 90-იანი წლების ომები სამაჩაბლო-აფხაზეთში, სადაც ისევ უბოროტესმა იმპერიამ თაობები გაგვიწყვიტა და წელში გადაგვტეხა, ამასთან, თავს მოგვახვია “ქურდული” მენტალიტეტის სატანიზმი და თახსირი კომუნიზმი, სწორედ ამ ფონზე, რამდენად მართებულია, რომ “დილემის” განცდა გვქონდეს და არჩევანს ისევ იმ სასტიკი და დაუნდობელი ძერჟავნიკების სასარგებლოდ ვაკეთებდეთ?! ჩვენი პატარა ქვეყნის 22% ოკუპირებული აქვს ქვეყანას, რომელსაც 17,2 მილიონი კვ.კმ. აქვს ტერიტორიისა!

პრობლემას ის ამძაფრებს, რომ ადგილზე კრემლს მოკავშირედ ჰყავს საქართველოს საპატრიარქო, სადაც არაფერი გაეგებათ ეკლესიოლოგიისა და თეოლოგიის, ზნეობისა და ადამიანობის, პატრიოტიზმისა თუ მამულიშვილობის და მხოლოოდენ შირმად და ალიბად იყენებენ “ერთმორწმუნეობის” საბედისწერო ნარატივს. არადა ეკლესია თავისი არსით წმინდა და უცდომელია, მაგრამ საქართველოს რეალობაში მისი მენეჯმენტი და ადმინისტრაცია რენეგატებით სავსე მოღალატე კარიერისტთა კასტაა, სადაც სულიწმინდა დახლზე დევს და მადლი ვაჭრობის საგნად გამხდარა.

დიახ, რუსეთში დაბადებული, გაზრდილი, დაქირავებული (დავერბოვკებული) კათალიკოს-პატრიარქი ილია არის შემოქმედი თანამედროვე რუსოფილიისა და დეზორიენტირებისა სოციუმში, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ზვიად გამსახურდია დამხობილიყო, “კომუნისტ/დემოკრატი” ედუარდ შევარდნაძე ჩამოსულიყო და ჯაბა იოსელიანი “ეროვნული გმირი” გამხდარიყო! სწორედ ამ რუდიმენტის შედეგებს ვიმკით ამჟამად, მაშინ, როცა პოლიტიკანობით, ტრიუმფალიზმითა და კლერიკალიზმით დაავადებულმა საპატრიარქომ ჰიბრიდული ომი გამოუცხადა მრევლის ჯანსაღ, თავისუფალ, განათლებულ, არაიდეოლოგიზებულ და წესიერ ფენას და “ბრძენი პუტინის” მართლმადიდებლური ცეზაროპაპიზმი შემოგვაჩეჩა, თანაც ზნეობის ეგიდით (დემონური ირონია)!

ამიტომ, ფხიზლად, პრინციპულად და მკაცრად უნდა ვუთხრათ უარი იმ კოლონიალიზმსა და დიდმპყრობელობას, რომელსაც მისსავე ერში გაბრწყინებული კლასიკოსი – თ.დოსტოევსკი ასე ამხელდა: “რუსს ქრისტიანობასთან ერთადერთი კავშირი აქვს, პირჯვრის გადაწერა, სანამ ნაჯახით თავს გაგიპობს”! რას ვიზამთ, არანაირი ქსენოფობია ან რუსოფობია, უბრალოდ ეს სტატისტიკური ფაქტი და გამოცდილებაა, მითუფრო ჩვენთვის.

პატრიარქ ილიას რაც შეეხება, მასზე, როცა ვფიქრობ, უნებლიედ ჯორჯ ბაირონის სიტყვები მახსენდება ხოლმე: “ყველაფრისათვის თავისი ნამდვილი სახელი, რომ დაგვერქმია, კეისარსაც კი შერცხვებოდა მისი დიდების”!

ამდენად, ვიყოთ ობიექტურნი და ვაღიაროთ: სერიოზულ ჩიხში ვართ, თუმცა ახალგაზრდებს შეგვიძლია კლიმატის შეცვლა და საბოლოო უარის თქმა ჩრდილოეთის მდგენელზე!..”-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშითბილისში, შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩაინგრა და ხუთი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი