შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, უკრაინის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ა.ს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 311 აბი და 2,5825 გრ ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა სცადა აეხსნა… რატომ მოკლეს ელჩის მკვლელი…?
შემდეგი სტატიაპრემიერი ინფრასტრუქტურის მინისტრს: გააკეთეთ ყველაფერი, რომ ზამთრის სეზონის განმავლობაში, კურორტებზე შეფერხებები არ იყოს