პრემიერი ინფრასტრუქტურის მინისტრს: გააკეთეთ ყველაფერი, რომ ზამთრის სეზონის განმავლობაში, კურორტებზე შეფერხებები არ იყოს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ზამთრის ტურისტული სეზონი იხსნება.

პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დაავალა, ზამთრის სეზონის განმავლობაში, კურორტებზე შეფერხებები არ იყოს.

„ზამთრის ტურისტული სეზონის ახალ ფაზაში შევდივართ და უახლოეს დღეებში იხსნება ახალი საბაგირო გუდაურში, ასევე, ახალი საბაგირო მიტარბის ახალ კურორტზე, ბაკურიანში, ახალი საბაგირო თეთნულდზე.
მინდა, რომ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს დავავალო, ზამთარის სეზონში არის ხოლმე ხშირი შეფერხებები უამინდობის გამო და ადგილობრივ ხელისულებებთან ერთად, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ ტურისტებს, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ჩვენს მოქალაქე დამსვენებელებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, ამ კურორტებით ისარგებლონ.

თითოეული დამსვენებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით, მთაში მაცხოვრებლების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება და არა მხოლოდ. ეს არის უზარმაზარი ეკონომიკური კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის განვითარებაზე, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ, გააკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, იმისთვის რათა შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში“, – მიმართა პრემიერმა რეგიონული განვითარების მინისტრს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზის რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმებია დაწესებული