ერდოღანმა სცადა აეხსნა… რატომ მოკლეს ელჩის მკვლელი…?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, სცადა აეხსნა იმ პოლიციელის მოქმედება, რომელმაც რუსი ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელი – ასევე პოლიციელი მერთ ალთინთაში მოკლა…
,,არსებობს სპეკულაციები იმ თემაზე, თუ რატომ არ აიყვანეს მკვლელი ცოცხლად… ამისთვის დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევდა… მას რამდენიმე პოლიციელის მოკვლა შეეძლო. თანამშრომელმა, რომელმაც ის მოკლა… ნახა, რომ მკვლელმა ხელის საეჭვო მოძრაობა გააკეთა და იფიქრა, რომ მას ბომბის ამოღება და სროლა სურდა. მაშინ პოლიციელი იძულებული გახდა გასანადგურებლად ესროლა,, განაცხადა ეროღანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ელჩის მკვლელობის გამოძიებას ორმხრივი კომისია აწარმოებს, სადაც რუსული მხარეც იქნება ჩართული.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ისრაელს თვითმფრინავების ჩამოგდებით დაემუქრა
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო