შსს-მ დააკავა მამაკაცი,რომელმაც მეუღლე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1987 წელს დაბადებულ მ.რ.-ს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი-საკუთარი კრიზისის ფონზე, ევროკავშირი ჯერ ვერ ყალიბდება, რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს უახლოეს მეზობლებთან
შემდეგი სტატიაფოთში საქალაქო სასამართლოს თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა