ფოთში საქალაქო სასამართლოს თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ფოთში საქალაქო სასამართლოს თანამშრომელმა, 40 წლის ხობის მუნიციპალიტეტ შუა ხორგის მკვიდრმა ლევან ქირიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მერის წარმომადგენელმა სოფელში ვალერიანე ქაცარავამ განუცხადა,რომ იგი ქირით ცხოვრობდა ფოთში.

„გუშინ დასვენების დღე რომ იყო,ცოლ-შვილი სოფელში წამოუყვანია და ნაქირავებ ბინაში ფოთში ნახეს ჩამომხრჩვალი,წერილიც დაუტოვებია,სადაც წერს,მარტო ღმერთმა იცისო,მე ეს რატომ გავაკეთეო,სხვა არაფერია ცნობილი“- განაცხადა მან.

შსს-ს ცნობით,გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დააკავა მამაკაცი,რომელმაც მეუღლე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა
შემდეგი სტატია“საარჩევნო სისტემა, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციას, პატარა პარტიებს მისცემს პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას”