შსს-მ აუდიტორია 115-ის წევრების მიერ ყალბი ცნობის შესაძლო დამზადებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, “აუდიტორია 115”-ის წევრების მიერ გამოცდების გადატანისთვის ყალბი ცნობების შესაძლო დამზადების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლის თანახმად, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

აუდიტორია 115 -ში კი დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკური ნიშნით დაწყებულს უწოდებენ.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს ყველაფერი 1 მაისს შრომის საერთოაშორის დღეს დაგეგმილ აქციას უკავშირდებოდეს.

“ტოვებს იმ შეგრძნებას, რომ ეს არის ზეწოლა სტუდენტურ ჯგუფებზე. თავის მხრივ, ხელისუფლებაში და ძალოვან უწყებებში კარგად იციან, რომ ჩვენ ვემზადებით 1 მაისისთვის, მშრომელთა საერთაშორისო დღისთვის და ვაპირებთ დიდი მანიფესტაციის გაკეთებას. თუმცა, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ დანებებას და ისინი ამ ტიპის ზეწოლით კრიტიკულ აზრს ვერ ჩაახშობენ,” – განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა ირაკლი კუპრაძემ.

banner
წინა სტატიაში“შეურაცხყოფა ნებისმიერ ქვეყანაში არის ქმედება, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება” – ცერცვაძე
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა ცენტრი: პატიმრებს საგადასახადო დავალიანებაზე საურავი არ უნდა ერიცხებოდეთ