“შეურაცხყოფა ნებისმიერ ქვეყანაში არის ქმედება, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება” – ცერცვაძე

შეურაცხყოფა არის სხვა ქმედება, რომელსაც საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან – აცხადებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე. მისი თქმით, მოსამართლის დასაბუთებული ან თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკა არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ თუ ეს არის შეურაცხყოფა, ამაზე უნდა იყოს მსჯელობა.

”მსჯელობის შედეგად ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიციები – უნდა იყოს თუ არა შეურაცხყოფა დასჯადი, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ შეურაცხყოფა არის სხვა ქმედება, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან. ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო და შეურაცხმყოფელი ქმედებებით ამის წინააღმდეგ მივდივართ. შეურაცხყოფა ნებისმიერ ქვეყანაში არის ქმედება, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ შეურაცხყოფის დაკანონება არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ვალერი ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშისარფის საბაჟოზე 482,3 კარატის ზურმუხტი აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაშსს-მ აუდიტორია 115-ის წევრების მიერ ყალბი ცნობის შესაძლო დამზადებაზე გამოძიება დაიწყო