(video) შსს-მ ამალი-დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების ევაკუაციის კადრები გაავრცელა

დღეს დილით ამალი-დევდორაკის ხეობიდან სტეფანწმინდაში 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამუშაოებში მაშველები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.

23 ივნისს მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. ადიდებული მდინარის წყალმა საავტომობილო გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-135 კმ მონაკვეთი დააზიანა.

ხეობაში მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზება, რომლებმაც, სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეებისა და ავტომანქანების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.

https://youtu.be/fda0HJlgMJw

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკელ მაგისტრანტ მოსამართლეს შეხვდა
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი: რეფერენდუმის შედეგები დიდი ბრიტანეთის შიდა საქმეა