სერგეი ლავროვი: რეფერენდუმის შედეგები დიდი ბრიტანეთის შიდა საქმეა

ლავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს ამ ქვეყნის შიდა საქმედ მიიჩნევს.

“ეს ბრიტანელი ხალხის შიდა საქმეა. არსებობს რეფერენდუმის არითმეტიკული მონაცემები, ეს არის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ნება. თავად განსაზღვერთ”, – ასე უპასუხა ლავროვმა ჟურნალისტების თხოვნას, გაეკეთებინა კომენტარი რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა დიდი ბრიტანეთის მთავარი დიპლომატის ფილიპ ჰამონდის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე.

“სამედიცინო განათლება არ მაქვს, ამიტომ სამედიცინო საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებ”, – აღნიშნა ლავროვმა.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რეფერენდუმში ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა გამარჯვება რუსეთის პრეზიდენტს შვებას მოჰგვრის.

banner
წინა სტატიაში(video) შსს-მ ამალი-დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების ევაკუაციის კადრები გაავრცელა
შემდეგი სტატიაპოლიტოლოგი გია ნოდია ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს ეხმაურება