შსს : კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასატურებს ფაქტს, რომ კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო
ღონისძიებები.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული,
ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი