ილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ყარაბაღზე სასაუბროდ სომხეთის ელჩს შეხვდა. ინფორმაციას “საქართველოს საპატრიარქო” ვებგვერდზე ავრცელებს.

“7 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის ელჩის ინიციატივით მოხდა მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ხანმოკლე საუბრის დროს იგი შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წუხილი გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლთა გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის”, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა
შემდეგი სტატიაშსს : კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა