„შს მინისტრი დესტრუქციული ძალებისაგან ბევრ წინააღმდეგობას წააწყდება! – პოლიციის ვეტერანი ნუგზარ ღამბაშიძე რეიდებს მიესალმება

პოლიციის ვეტერანი, ნუგზარ ღამბაშიძე შს ახალ მინისტრს, გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ საპოლიციო რეიდებში მიუღებელს ვერაფერს ხედავს.

„ყველა წესიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი მიესალმება შსს-ს მიერ წამოწყებული პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას,“ – წერს ღანბაშიძე სოციალურ ქსელში და აქვე, არ გამორიცხავს, რომ ამის გამო გახარია ბევრ წინააღმდეგობას წააწყდეს.

„მინისტრი დესტრუქციული ძალებისაგან ბევრ წინააღმდეგობას წააწყდება, მაგრამ უკან არ უნდა დაიხიოს,“ – აღნიშნავს პოლიციის ვეტერანი ნუგზარ ღამბაშიძე.

banner
წინა სტატიაშიმსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა
შემდეგი სტატია(video) ყაჩაღობის მცდელობისთვის 5 პირი დააკავეს