მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა

მომღერალ მარიკა ქაცარავას ინფორმაციით, მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ოჯახი მკურნალობის ხარჯებს ვერ წვდება და დახმარებას ითხოვს.

“მეგობრებო ვწუხვარ რომ ასეთი ინფორმაციის დაწერა მიწევს!!! მსახიობს გიორგი მახარაძეს სამწუხაროდ ,დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ გასწვდება. ძალიან გთხოვთ, მას ახლა, ისე, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დაამარცხოს ვერაგი დაავადება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. განცხადებას დავურთავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც თანხის გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ. უღრმესი მადლობა თითოეულს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით. 599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა); დიდი მადლობა ყველას”, – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

 

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: ” იძახეთ ახლა ბოკერიამ ეკლესია დაანგრიაო”
შემდეგი სტატია„შს მინისტრი დესტრუქციული ძალებისაგან ბევრ წინააღმდეგობას წააწყდება! – პოლიციის ვეტერანი ნუგზარ ღამბაშიძე რეიდებს მიესალმება