შრი-ლანკაში მუსლიმებსა და ბუდისტებს შორის შეტაკებები გრძელდება

შრი-ლანკაში ბუდისტი ექსტრემისტები მუსლიმურ შენობებზე თავდასხმას აგრძელებენ იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო -ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
“პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა. დაშავებულია პოლიციის სამი თანამშრომელი” – პოლიციის წარმომადგენელმა რუვან გუნასეკარმა განაცხადა. მან დაამატა, რომ სამოქალაქო პირებს შორის დაზარალებულები არ არიან.

საგანგებო მდგომარეობა 6 მარტიდან მოქმედებს. პრეზიდენტ მაიტრიპალ სირისენის განკარგულებით ქვეყანა საგანგებო რეჟიმში იქნება 10 დღის მანძილზე. გადაწყვეტილება ქალაქ კენდიში 4 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღეს. მაშინ, ბუდისტის მკვლელობის სანაცვლოდ, რომელიც სავარაუდოდ, მუსლიმმა ჩაიდინა, უცნობებმა მაღაზიებს წაუკიდეს ცეცხლი, რომლებიც მუსლიმებს ეკუთვნოდათ.
ორ კონფესიას შორის კონფლიქტი გასული წლიდან ძლიერდება. ბუდისტი-ფუნდამენტალისტები მუსლიმებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი ადამიანებს აიძულებენ მათი რელიგია მიიღონ.

საგანგებო მდგომარეობა შრი-ლანკაში, ასევე 2011 წელს მოქმედებდა. 2009 წელს რელიგიურ ნიადაგზე სამოქალაქო ომი იყო.
შრი-ლანკაში მოსახლეობის 75% ბუდისტია. ქვეყნის 21 მილიონიან მოსახლეობაში მუსლიმები 9%-ს შეადგენენ.

banner
წინა სტატიაშინიგერიაში ცხელების გამო ასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბელორუსში საკუთარი შვილების მკვლელი მამა სიკვდილით დასაჯეს